ჩვენ შესახებ
ჩვენ შესახებ

„კლუბი 71“ – განტვირთვა, დასვენება, ვარჯიში, თავის მოვლა


„კლუბი 71“ 2013 წლიდან ფუნქციონირებს. კლუბის ოთხსართულიან შენობაში, რომელიც 3000 კვადრატულ მეტრს  მოიცავს, ისარგებლებთ ყველა იმ მომსახურებით, რაც თქვენი განტვირთვის, დასვენების და ცხოვრების ჯანსაღი წესისთვის გჭირდებათ – საცურაო აუზები უფროსებისა და ბავშვებისთვის, ტრენაჟორების დარბაზი, სავარჯიშო დარბაზი, საცოცი კედელი, სპა და სხვა.


საცურაო აუზი – უახლესი ევროპული ტექნიკური და სანიტარული ნორმების გათვალისწინებითაა აშენებული და აღჭურვილი. წყლის ფილტრაცია ჰიგიენური გაფილტვრის უმაღლეს სტანდარტს შეესაბამება. წყლის ბუნებრივი PH ბალანსი (მჟავისა და ტუტის ოპტიმალური თანაფარდობა)  ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებით ნარჩუნდება. ფილტრაციის თანამედროვე სისტემა მინიმუმამდე ამცირებს ქლორის კონცენტრაციას და ანეიტრალებს მის სპეციფიკურ სუნს; შესაბამისად, წყალი არ იწვევს კანის სიმშრალეს და მუდმივად ინარჩუნებს იდეალურ სისუფთავეს.
აუზის ჰიდრომასაჟის ზონაში დამონტაჟებულია წყალქვეშა მასაჟის სისტემები განტვირთვისა და დაღლილი კუნთების მოდუნებისთვის. 
აუზის ტერიტორიაზე ასევე მოწყობილია სარელაქსაციო ტერასა, სადაც სტუმრებს დასვენებისა და მეგობრებთან ურთიერთობის შესაძლებლობა ექნებათ.
სატრენაჟორო დარბაზი – აღჭურვილია უმაღლესი ხარისხის პროფესიული და კომფორტული ტრენაჟორებით. ყველა კარდიოვასკულარული ტრენაჟორი უზრუნველყოფილია მონიტორით, რომლის საშუალებითაც მოწმდება ვარჯიშის პროცესი – დისტანციის, სიჩქარის, გულისცემის, დამწვარი კალორიების რაოდენობა. 
მხოლოდ „კლუბ 71“-ის სატრენაჟორო დარბაზში შეხვდებით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდის, „ლაიფ ფიტნესის“ ( Life Fitness), ტრენაჟორებს.
45 წელზე მეტია კომპანია „ლაიფ ფიტნესი“ (Life Fitness) აწარმოებს უმაღლესი ხარისხის ტრენაჟორებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებს სავარჯიშო დარბაზებში შემოთავაზებული მომსახურების სტანდარტებს.
კომპანიის მისიაა, საზოგადოებაში დანერგოს აქტიური ცხოვრების წესი, მიზანი კი – მისცეს მომხმარებელს უახლესი და ხარისხიანი ტრენაჟორების გამოყენების საშუალება კარდიო, სტატიკური და ჯგუფური ვარჯიშების დროს.

club71